ჩვენი ისტორია
ავიაკომპანია
"ჯორჯიან ეარვეისი" ფრენას 1993 წლის სექტემბრიდან ახორციელებს (2004 წლის 1ელ ოქტომბრამდე მან "აირზენა - საქართველოს ავიახაზების” სახელით იარსება). თავდაპირველად ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში, ასევე, რეგულარულ რეისებს ავსტრიაში. საქართველოში მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, სწორი ბიზნეს სტრატეგიის შედეგად, ავიაკომპანიამ შეძლო წარმატებული კომპანიის შექმნა და შეინარჩუნა თავისი წილი საავიაცი ბაზარზე.1999
წელს ავიაკომპანია "აირზენა" გახდა საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი.2000 წელს ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო BOEING 737-500 ტიპის ორი თვითმფრინავი კომპანიისაგან HAPAG LLOYD. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. მას შემდეგ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განვითარებაზე და განახლებაზე. 2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანია „აირზენამ“ სახელწოდება შეიცვალა, მან ოპერირება “ჯორჯიან ეარვეისის“ სახელწოდებით განაგრძო.
დღეისათვის
ავიაკომპანია
"ჯორჯიან ეარვეისი" არის კერძო კომპანია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საშუალო დიაპაზონის Boeing 737 და CRJ თვითმფრინავებით. ავიაკომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე. ქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს ავიაკომპანიის საბაზო აეროპორტს. ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორია დავით გაიაშვილი.
ფრენის უსაფრთხოება ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია.
2010 წელს
"Georgian Airways" IATA-ს (საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის) წევრი გახდა (www.iata.org). IATA-ში გაწევრიანებამდე ავიაკომპანიაში IATA-ს საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი (IOSA) ჩატარდა. IATA -ს წევრი ყველა ავიაკომპანია ექვემდებარება შემოწმებას ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიმართულებით.
IOSA პროგრამა საერთაშორისოდ აღიარებული და მიღებული შეფასების სისტემაა, რომლის მიზანია ავიაკომპანიის ოპერატიული მართვისა და კონტროლის სისტემების შეფასება. IOSA-ს პროგრამის მიხედვით, ავიაკომპანია შემოწმებას ექვემდებარება შემდეგ სფეროებში:
კორპორაციული ორგანიზება და მართვა;
საფრენოსნო უსაფრთხოება;
ოპერატიული კონტროლი/ფრენების განლაგება;
თვითმფრინავის საინჟინრო და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
სალონის უსაფრთხოება;
თვითმფრინავის მიწისზედა მოსახურება; ტვირთის გადაზიდვა;
ოპერატიული საავიაციო უშიშროება.
ავიაკომპანიის საქმიანობა უსაფრთხოების მიმართულებით კომპანიის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება. IOSA სტანდარტებთან და სახელმძღვანელო მითითებებთან შესაბამისობა ავიაკომპანიის ყველა ძირითადი სფეროს უსაფრთხოდ და უფრო მაღალი ეფექტიანობით ფუნქციონირების გარანტია. 2008 წლიდან ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა IOSA-ს სამი აუდიტი. ბოლო სერტიფიცირება მოხდა 2016 წელს ოქტომბერში და ძალაშია 2019 წლის მარტამდე.www.iata.org/whatwedo/safety/audit/iosa.
EASA
ავტორიზაცია წარმატებით გაიარა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა მისცა. „Georgian AIrways“ უფლება ენიჭება, ერთი ცენტრალიზებული ნებართვით იფრინოს EASA-ს წევრ 32 სახელმწიფოში (ევროკავშირის 28 და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) 4 ქვეყანაში: ისლანდია, შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია). ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 2016 წლიდან EASA-ს ავტორიზებული ნებართვა სავალდებულო ხდება ნებისმიერი მესამე ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს, იფრინოს ევროკავშირის ტერიტორიაზე (არა აქვს მნიშვნელობა, ადრე ოპერირებდა თუ არა იგი EU-ს ტერიტორიაზე). ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს სტანდარტებთან, ამასთანავე, მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხს (სხვა ელემენტებთან ერთად ავტორიზაციის პროცესში ყურადღება ექცევა ICAO-ს აუდიტის დროს გამოვლენილ შედეგებს). ნებართვა ძალაშია, სანამ ოპერატორი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ ევროპული რეგულაციის სტანდარტებს აკმაყოფილებს. EASA-ს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის ქონა გააადვილებს „ჯორჯიან ეარვეისის“ ოპერირებას ევროპულ საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ავიაკომპანიის შემდგომ განვითარებას.